რაფა ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა არგენტინის ეროვნული პარკის პერიტო-მორენოს ყინულის მთებში სიმბოლურად საჩოგბურთო მატჩი ჩაატარეს. “პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი მოვინახულე, პორტო-მორენოს მშვენიერებას ცოტა რამ თუ შეედრება”, - განაცხადა ნადალმა.
ნოვაკ ჯოკოვიჩს რაც შეეხება, მან თავისი მიზნები სამხრეთამერიკულ ჟურნალისტებს გაანდო: “ცხადია, ნომერ პირველი ჩოგბურთელის ტიტულის დაბრუნება მსურს. საერთოდ, მომავალ სეზონში ბევრი რამ მაქვს დასახული და ძალიან მინდა, რაფა ნადალს “როლან გაროსზე” მოვუგო”.
შეგახსენებთ, ჯოკოვიჩს ნადალისთვის საფრანგეთის ღია პირველობაზე ოთხჯერ წაუგია, ბოლოს 2013 წელს, ნახევარფინალში.