ფეხბურთი

14:29 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატა “ნაპოლის” უახლოვდება

შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ხუან მატა “ნაპოლიში” გადაბარგდეს. იტალიური პრესის ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი ნეაპოლელთა თავკაცი რაფაელ ბენიტესია, რომელიც 25 წლის ესპანელთან “სტემფორდ ბრიჯზე” მუშაობდა.

“არისტოკრატთა” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მატასთვის კარი ღიაა და თუკი ესპანელს წასვლა სურს, შეუძლია, კლუბი შეიცვალოს. თავის მხრივ, მატა “სტემფორდ ბრიჯიდან” აბარგების წინააღმდეგი არაა.

“ნაპოლის” მატას შეძენა იანვრის სატრანსფერო სეზონშივე სურს და დიდი ალბათობით, გარიგება უახლოეს პერიოდში შედგება.

 

0.122494