“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული ხუან მატა “ჩელსიდან” წასვლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მადლობას უხდის.
“მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ, რის გამოც, მეგობრებად რჩებიან. თუმცა, ამიერიდან, მოედანზე ჩვენ მეტოქეები ვიქნებით.
მსურს მადლობა გადავუხადო ჟოზე მოურინიოსაც, რადგან მან მე გამაძლიერა. რთულ პერიოდში ვისწავლე, რომ ოპტიმიზმის შენარჩუნება და ბრძოლის გაგრძელებაა საჭირო.” – აცხადებს ხუან მატა.