ფეხბურთი

17:48 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებაზე ჩავიდა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ხუან მატა “მანჩესტერ იუნაიტედში” სამედიცინო შემოწმების გასავლელად გამოცხადდა. როგორც მანჩესტერელთა “ტვიტერი” იტყობინება, ესპანელი ფეხბურთელი “იუნაიტედის” ბაზაზე ვერტმფრენით ჩავიდა, სადაც მას გუნდის შოტლანდიელი თავკაცი დევიდ მოიესი დახვდა. 

როგორც ცნობილია, “ჩელსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” მატას გადასვლის საკითხზე კლუბები უკვე შეთანხმებულნი არიან. ტრანსფერის ღირებულებამ მანჩესტერელთათვის სარეკორდო თანხა 37 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. გარიგების ოფიციალურად გაფორმებამდე, მატამ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და “მანჩესტერ იუნაიტედს” პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115847