ფეხბურთი

19:55 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატა “მანჩესტერში” მე-8 ნომრით ითამაშებს

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული ხუან მატა “წითელი ეშმაკების” 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დღეს, 25 წლის ესპანელი ფეხბურთელის პრეზენტაცია გაიმართა და გაირკვა, რომ ის 8 ნომრით ითამაშებს. აქამდე, “მანჩესტერში” მე-8 ნომრით ბრაზილიელი ანდერსონი თამაშობდა, რომელიც ცოტა ხნის წინათ “ფიორენტინაში” გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ხუან მატა “მანჩესტერში” კლუბისთვის რეკორდული თანხის, 31 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “ჩელსიდან” გადავიდა.

0.120268