მილანის “ინტერი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის – ხუან მატას შეძენითაა დაინტერესებული. აპენინური პრესის ცნობით, “ნერაძური” ტრანსფერში ფრედი გუარინსა და ანდრეა რანოკიას გამოიყენებს, რადგან რამდენადაც ცნობილია, ლონდონელები ორივე მათგანით დაინტერესებულნი არიან.
მოგეხსენებათ, “სტემფორდ ბრიჯზე” ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შემდეგ, გუნდში 25 წლის ესპანელის პოზიციები საგრძნობლად შეირყა. შესაბამისად, “ვალენსიას” ყოფილი ნახევარმცველი გარემოს გამოცვლის წინააღმდეგი არაა.
აღსანიშნავია, რომ მატას ხილვა “პარი სენ-ჟერმენსაც” სურს.