ფეხბურთი

12:27 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატა დებიუტით კმაყოფილია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა ხუან მატამ, რომელმაც “კარდიფთან” ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში (2:0) ახალი კლუბის მაისურით პირველად იასპარეზა, ჟურნალისტებს თავისი ემოციები გაუზიარა.

“დებიუტი ბრწყინვალე გამოვიდა. რაც მთავარია, მოვიგეთ. იმედია, ეს დადებითი შედეგების დასაწყისია. მატჩი ჩემთვის შესანიშნავად წარიმართა. ვცდილობდი, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. თანაგუნდელებმაც კარგად ითამაშეს. სტადიონზე ატმოსფერო გენიალური იყო.

უკანასკნელად, 1 იანვარს ვითამაშე და მონატრებული ვიყავი. მინდა, მოედანზე ხშირად გავიდე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვან პერსისთან, ჩიჩარიტოსთან და რუნისთან ერთად თამაში სასიამოვნოა. არასდროს დამავიწყდება მომენტი, როცა მოედანზე გავედი და გულშემატკივრების რეაქცია მესმოდა”, - განაცხადა მატჩის შემდეგ ესპანელმა.

ცნობისათვის, მატა მანჩესტერელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 84-ე წუთამდე ითამაშა.

 

თეგებიხუან მატა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117428