ფეხბურთი

11:27 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატა: “2 ფინალი 4 დღეში”

 

ესპანეთის ნაკრებისა და “ჩელსის” ნახევარმცველი ხუან მატა ფიქრობს, რომ უახლოესი 2 შესარჩევი მატჩი მათთვის 2 ფინალის ტოლფასი იქნება: “საიდუმლო არ არის, ფინეთთან და საფრანგეთთან 2 ფინალის დონის თამაში მოგვიწევს. თუმცა მწვრთნელმა გვითხრა, საფრანგეთთან შეხვედრაზე არ იფიქროთო, ჯერ ხომ ხიხონში ფინელებთან მატჩია, - ამბობს მატა, - ფინელები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ და რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელიც ჰყავთ, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს.”

შეგახსენებთ, რომ ესპანელები საქართველოს ნაკრების თანაჯგუფელები არიან. 22 მარტს ისინი ფინელებს უმასპინძლებენ, 4 დღეში კი საფრანგეთს ეწვევიან.

 

თეგებიმატაფინალი
0.114725