როგორც ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, მიმდინარე წლის 16 მაისი უეფას მიერ მასობრივი ფეხბურთის განვითარების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე) ორგანიზებით, ქუთაისში მასობრივი ფეხბურთის ზეიმი მოეწყო.
ქუთაისში იმერეთის რეგიონებიდან სხვადასხვა ასაკის 200-მდე ბავშვი ჩამოვიდა, რომლებმაც ქალაქის რამდენიმე სტადიონზე გამართულ საფეხბურთო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.