კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ხავიერ მასკერანომ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ამის შესახებ “ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი იუწყება.
არგენტინელმა მუხლის ტრავმა ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და მას შემდეგ უქმობდა. უკანასკნელ ვარჯიშზე, სრულად დაიტვირთა “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელი პედრო როდრიგესი, რომელმაც “ბეტისთან” მატჩი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა.
გადაწყვეტილია, რომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” კვირას გასამართ შეხვედრაში ორივე ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას.