იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, “ბარსელონას” მცველ ხავიერ მასკერანოს “ნაპოლიში” გადასვლის საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილია, ოღონდ ტრანსფერი სეზონის დასრულების შემდეგ შედგება და არა ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, როგორც დეკემბრის დასაწყისში აპენინური სააგენტოები ირწმუნებოდნენ.
იმავე წყაროს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიური კლუბი 20 მილიონ ევროს მიიღებს. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ხავიერ მასკერანომ 10 თამაში ჩაატარა.