მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბის საქმიანობაში გულშემატკივართა როლზე ისაუბრა.
Football Italia-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ როდესაც კლუბი ჩაიბარა, გარშემომყოფნი შავკანიანი მოთამაშეების შეძენისგან თავშეკავებას ურჩევდნენ, მაგრამ მერე პოლ ინსი ყველამ ძლიერ შეიყვარა.
“მნიშვნელოვანია გაიგო, რა სურთ შენგან გულშემატკივრებს და აუცილებელი არაა, ეს მაინცდამაინც ტოპ-კლასის ფეხბურთელის შეძენას ეხებოდეს. ჩვენთან უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული ატმოსფეროა. პროცესში თითოეული გულშემატკივარია ჩართული და ისინი თავს პრეზიდენტად გრძნობენ. “ინტერის” ბრენდს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როდესაც კლუბი ჩავიბარე, მეუბნებოდნენ, რომ ჯობდა შავკანიანი ფეხბურთელები არ შემეძინა, რათა გულშემატკივართა გულისწყრომა არ გამომეწვია. მაგრამ გადავწყვიტე პოლ ინსის შეძენა და ის გმირად იქცა. გულშემატკივართა რეაქცია ფენომენალური იყო - ინგლისელი ყველამ შეიყვარა. მათ ყოველთვის ესმოდათ ჩემი და ამ მიმართულებით არანაირი ნეგატიური მოგონება არ გამაჩნია. როდესაც ისინი რაიმეს აპროტესტებდნენ, ამის საფუძველი ჰქონდათ” - განმარტა გულშემატკივრებთან ურთიერთობა მორატიმ, რომელმაც “ინტერის” აქციათა საკონტროლო პაკეტი ცოტა ხნის წინ გაყიდა.