იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დარწმუნებულია, რომ გუნდის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი უახლოეს პერიოდში გუნდს არ დატოვებს, პრესას და გულშემატკივრებს კი მოუწოდებს, რომ ფეხბურთელის მოედანს მიღმა ცხოვრების შეფასებას თავი დაანებონ.
“ვფიქრობ, ბალოტელის თავი უნდა დაანებონ და მშვიდად ყოფნის საშუალება მისცენ. პირადად მე მასთან მუშაობა მიადვილდება, მაგრამ ახლა უფრო მეტს მის პირად ცხოვრებაზე საუბრობენ. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი მოთამაშე, ჩვენ ისიც მოედანზე ნაჩვენები თამაშის მიხედვით უნდა შევაფასოთ” - განაცხადა ალეგრიმ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში და ფორვარდის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით დაამატა - “იანვარში ის არსად არ წავა”.