ფეხბურთი

12:21 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: “ჩემპიონთა და ევროპის ლიგებს შორის უდიდესი სხვაობაა”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამბობს, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე გასულში იყო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მაქსიმუმს გაიღებს.

პლეი ოფის პირველ მატჩს მილანელები ჰოლანდიურ პსვ-სთან დღეს სტუმრად გამართავენ, საპასუხო შეხვედრა კი, 28 აგვისტოსაა დანიშნული.

“მოცემულ მომენტში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სულაც არ ვფიქრობ და სრულად ვარ კონცენტრირებული პსვ-სთან დუელზე. ჩემპიონთა და ევროპის ლიგებს შორის უზარმაზარი სხვაობაა და ამიტომ, “მილანი” მაქსიმუმს გაიღებს, რათა ჰოლანდიური კლუბის ბარიერი დაძლიოს. გასულ სეზონში შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა “მილანი” ბევრად ძლიერია და ამიტომ, წელს ჩემპიონთა ლიგაში თავის გამოჩენას ვგეგმავთ. ამასთან, აუცილებელია, რომ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილშიც სათავეში დავრჩეთ. პსვ ძლიერი მოწინააღმდეგეა. ამ გუნდის ფეხბურთელები ტექნიკურები არიან. აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ, რათა ბარიერის გადალახვა მოვახერხოთ”, - ამბობს ალეგრი.

0.122252