ფეხბურთი

10:53 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “ვალენსიას” შანსი თავად მივეცით და დავისაჯეთ”

“ვალენსიასთან” საშინაო წაგების შემდეგ (2:3) “ბარსელონას” მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ თქვა, რომ ეს მარცხი უპირველესად საკუთარ თავს უნდა დააბრალონ: “ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც. თამაშის წინ ვუთხარი, შეცდომებს მოვერიდოთ, ძვირად დაგვიჯდება მეთქი. მაგრამ როცა მეტოქემ პირველი გოლი გაგვიტანა, დავიბენით, შემდეგ კი ეს ყველაფერი რაღაც უსუსურობაში გადაიზარდა. თავად მივეცით “ვალენსიას” შანსი და ეს მათ კარგად გამოიყენეს,” – უთხრა მარტინომ კლუბის ოფიციალურ გვერდს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118643