კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი ხერარდო მარტინო “მილანთან” ქულების დაკარგვით უკმაყოფილოა. მისი აზრით, კატალონიელები 3 ქულას იმსახურებდნენ.
“2 ქულა დავკარგეთ, არადა, გამარჯვება გვეკუთვნოდა. მეტი საგოლე მომენტი შევქმენით და აუცილებლად უნდა მოგვეგო. ინიციატივა “მილანს” დავუთმეთ და გოლით დავისაჯეთ. ადვილი არაა თამაში, როცა მეტოქე მთელი ძალით თავს იცავს. მიუხედავად ამისა, საკმარისი საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ”, - განაცხადა მარტინომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ “მილანისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა.