ფეხბურთი

17:54 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “ნეიმარის ტრავმა სერიოზული არაა”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო აცხადებს, რომ მისი გუნდის ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის ტრავმა იმდენად სერიოზული არაა, როგორც ეს თავიდან ჩანდა.

“ხეტაფესთან” გამართული სათასო მატჩის პირველ ტაიმში ნეიმარმა მარჯვენა ფეხი ცუდად დადგა და კოჭის მყესები დაიზიანა. თავდაპირველი მონაცემებით, ბრაზილიელს ხანგრძლივი დროით უქმობა ემუქრებოდა. დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ნეიმარი 3-4 კვირას გამოტოვებს.

“რენტგენის გადაღების შემდეგ დავმშვიდდით. კარგია, რომ ტრავმა იმდენად სერიოზული არაა, როგორც ჩანდა. რა თქმა უნდა, გარკვეული დროის განმავლობაში ნეიმარის გარეშე თამაში მოგვიწევს, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია.” – განაცხადა “ბარსელონას” არგენტინელმა დამრიგებელმა.

0.111821