“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის წინ, მეტოქე გუნდს აქებს და გარანტიას იძლევა, რომ კატალონიელები გაბედულად ითამაშებენ.
“ატლეტიკომ” თავი შესანიშავად წარმოაჩინა როგორც მიმდინარე, ასევე წინა სეზონებში. მადრიდელები ორ ტურნირზე ბრძოლას განაგრძობენ და სახიფათონი არიან. იმ სამ თამაშში, რომელიც ჩვენ მათთან გავმართეთ, მეტოქე ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
უნდა მოვიგოთ და გარდა ამისა, გოლი არ გავუშვათ. ორმატჩიანი დაპირისპირების დროს ეს სტანდარტული მოთხოვნაა. უმთავრესი მიზანი კი გამარჯვებაა.
დარწმუნებული ვარ, რომ თუ საკმარისად გაბედული არ ხარ, ამ ეტაპამდე ვერ მოაღწევ. გამბედაობაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი სტილით ითამაშო. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ხვალინდელ მატჩში გაბედულად ვიმოქმედებთ. ამის გარანტიას გაძლევთ.” – ციტირებს მარტინოს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.