ფეხბურთი

19:53 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესს კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელის დამატება სურს

 

 ლივერპულის “ევერტონი” მომავალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს. გასულ სეზონში გუნდმა ინგლისის პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს ბოლო ტურებამდე ინარჩუნებდა.

წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ, გუნდის ესპანელი მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, მომავალ წელს აღნიშნული შედეგის გაუმჯობესებას აპირებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლივერპულელები სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურობენ და რომელუ ლუკაკუს, გარეტ ბერისა და მუჰამედ ბეშიჩის შეძენის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებენ:

“ბერი, ლუკაკუ და ბეშიჩი უკვე შევიძინეთ. ამასთან, ახალი კონტრაქტი გავუფორმეთ ტონი ჰიბერტსა და როს ბარკლის. ახლა, კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელის დამატება გვსურს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფორმაში იქნებიან არუნა კონე და ბრაიან ოვიედო, რომლებიც ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ გვიბრუნდებიან. მათი სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს და ორივე მალე შემოგვიერთდება.

რაც შეეხება ლუკაკუს, როდესაც ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრუნდება, მწვრთნელი ფიქრობს, რომ მას შვებულება გაუხანგრძლივოს, რათა მომავალ სეზონში გადაღლილობა არ დაეტყოს. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, რომელუ ლუკაკუმ და კევინ მირალასმა სეზონის სტარტი გამოტოვონ. ამას მათზე დაკვირვების შემდეგ გადავწყვეტთ.” – განაცხადა მარტინესმა შკყშპორტს–თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ახალი სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება და ამ დღეს “ევერტონი” გასვლით შეხვედრაში ლიგის ახალწვეულს – “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდება.

ლევან გოგოტიშვილი

 

0.117797