ფეხბურთი

0:08 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა "პორტუსთან" გაახანგრძლივა

   კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა "პორტუსთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას A bola ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელს პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურებოდა და თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბს თავდამსხმელის შეძენის სურვილი გაუჩნდება, პორტუგალიელებისთვის ძველებურად, 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

გასულ სეზონში მარტინესმა 51 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. ბრაზილიაში გამართულ მე-20 მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიელმა ფეხბურთელმა სამი შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივრებს თავი, იაპონიის წინააღმდეგ შესრულებული დუბლით დაამახსოვრა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11358