ფეხბურთი

10:08 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარსელოს “მილანი” ინძაგის ტრანსფერზე ჰკიდია

 მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარსელომ შეიძლება კარიერა “მილანში” გააგრძელოს. Football Espana-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის იტალიურ კლუბში გადასვლით ფილიპო ინძაგია დაინტერესებული, რომელიც შავ-წითლებს სათავეში სავარაუდოდ ახალი სეზონის დაწყების წინ ჩაუდგება. თავად ფილიპო მილანელებთან მოლაპარაკებას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ იტალიური და ესპანური გამოცემები ჯიუტად ირწმუნებიან, რომ ზეედორფის ნაცვლად ინძაგის დანიშვნა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

მარსელოს კი “რეალის” დატოვება ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში შეეძლო, მაგრამ მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა და “სამეფო კლუბთან” ერთად ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

0.115261