მადრიდის “რეალის” მცველმა მარსელო ჟუნიორმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული ხმები, თითქოს თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ ეს ინფორმაცია ჭორია და მასსა და რონალდუს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს.
“ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, იმსახურებს თუ არა იკერ კასილასი “ოქროს ბურთს”, ისევე, როგორც კრიშტიანუ. მე დავეთანხმე და ჭორიც მალევე აგორდა. გარწმუნებთ, ჩვენს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს” – განაცხადა მარსელომ.