მადრიდის “რეალის” ბრაზილიელ მარცხენაფლანგელს, მარსელოს იმედი ჰქონდა, რომ მისი თანამემამულე ნეიმარი “სამეფო კლუბში” გადაბარგდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელმა “ბარსელონა” არჩია.
“ნეიმარის მხარდამხარ და მის წინააღმდეგ თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება. მინდოდა, ის ჩვენთან გადმოსულიყო, მაგრამ მის გამო ისედაც მოხარული ვარ, რადგან ნეიმარმა კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგა.
მოედანზე ყოფნის დროს, ერთმანეთთან დაპირისპირება და ბრძოლა ნორმალური რამაა, მაგრამ ფინალური სასტვენის შემდეგ ყველაფერი წარსულს ბარდება.” – ციტირებს მარსელოს სიტყვებს Goal-ი.