ფეხბურთი

18:29 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო მწყობრშია, კოენტრაუ - არა

ესპანური გამოცემა AS-ი მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველების - ბრაზილიელი მარსელოსა და პორტუგალიელი ფაბიუ კოენტრაუს ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

25 წლის მარსელომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის განვლილ ტურში, “ვილიარეალთან” 4:2 მოგებულ შეხვედრაში ზურგი დაიზიანა. როგორც გაირკვა, მას აღარაფერი აწუხებს და ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს.

“ვილიარელთან” მატჩის მე-18-ე წუთზე ტრავმირებული მარსელო ასევე 25 წლის კოენტრაუმ შეცვალა, მაგრამ მოგვიანებით თავადაც შესაცვლელი გახდა. მან მუხლი დაიზიანა და მისი მდგომარეობა ბრაზილიელზე მძიმეა. პორტუგალიელის დაბრუნების ვადები ჯერჯერობით უცნობია და წყაროს ცნობით, ის ჯერჯერობით მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ემზადენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111302