ფეხბურთი

2:38 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელმა“ მოგება ბოლოადგილოსან „სოშოსთან“ გაიხსენა

ლიგა ერთის ბოლო 4 ტურში მხოლოდ ერთი ქულის აღების შემდეგ, „მარსელმა“, როგორც იქნა, მოგებაც მოახერხა. ელი ბოპის გუნდს, რომელიც ბოლოადგილოსან „სოშოს“ მასპინძლობდა, იოლი 3 ქულა არ აუღია. „მარსელმა“ ანგარიში შეხვედრის სტარტზე კი გახსნა, მაგრამ მე-60 წუთზე გოლის გაშვების გამო, მასპინძლებს ნერვიულობა ბოლო წუთებამდე მოუხდათ. ძირითადი დროის ამოწურვამდე 7 წუთით ადრე, გამარჯვების გოლი შეცვლაზე მცირე ხნის წინ შესულმა ჟინიაკმა გაიტანა.

„ველოდრომზე“ გასული გოლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი სტუმართა ზუსტი დარტყმა. „სოშოს“ თავდამსხმელმა, ემანუელ მაიუკომ, რამდენიმე ფეხბურთელის მოყოლებას საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმა მოაყოლა.

ტურის ცენტრალური მატჩი რონის დერბი იყო, რომელშიც „ლიონმა“ „სენტ ეტიენი“ ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.

„ჟოფრუა გიშარზე“ გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 49-ე წუთზე, გომისის დარტყმულს ლაკაზეტმა 6 მეტრიდან ზუსტად დაამატა. ანგარიში 65-ე წუთზე გათანაბრდა, როდესაც მეკარის საჯარიმო მოედნის წინა ხაზიდან, მაკრატელა დარტყმით, თავი ამუმამ გამოიჩინა. მიმდინარეობდა მსაჯის მიერ დამატებულული მე-3 წუთი, როდესაც მარცხენა ფლანგიდან გურკუფის ჩაწოდებულს ბრიანმა ზუსტი თავური მოაყოლა და „ლიონმა“ ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო, ხოლო „სენტ ეტიენმა“ ორ ფრეს წაგება მოაყოლა.

მოულოდნელობა იყო „ბორდოს“ საკუთარ მოედანზე განადგურება. გუნდმა, რომელსაც ბოლო 7 თამაშში არ წაეგო, ორმატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე „ნანტისგან“ 3 უპასუხო ბურთი გაუშვა.

 

ბორდო-ნანტი 0:3 (0:1) 

ბორდო, “შაბან დელმა” 24160

ბორდო (4-1-4-1): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, პლანუსი, სევე, ობრანიაკი (ფობერი 72), სერტიჩი (ნ’გემო 72), მორის-ბელე, დიაბატე (ჟუსიე 72).

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ალჰადური (ვეინო 76), ტურე, დო, ბედოია, ვერეტო (პანკრატი 81), ბესა (ბანგურა 81), ჯორდევიჩი.

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

გოლები: 0:1 ბესა (41), 0:2 ჯილობოდი (60), 0;3 ჯორდევიჩი (64).

გაფრთხილებები: სერტიჩი 68 - ალჰადური 15, ვერეტო 76.

მსაჯი: ფრედი ფოტრე.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 17 (6)-12 (4), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-6, ჯარიმა: 7-13.

 

მარსელი-სოშო 2:1 (1:0)

მარსელი, “ველოდრომი” 37583

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მორელი, შეირუ (კალიფა 75), რომაო, ტოვინი, ვალბუენა (იმბულა 61), პაიე, ჯ. აიუ (ჟინიაკი 79).

მწვრთნელი: ელი ბოპი.

სოშო (4-2-3-1): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, ზუმა, ფოსურიე (კანტი 46), პრჩიჩი, ლოპი, კონტუ, რუდე (ნოგეირა 70), კამარა (ბუკარი 58), მაიუკა.

მწვრთნელი: ერვ რენარი.

გოლები: 1:0 ტოვინი (5), 1:1 მაიუკა (60), 2:1 ჟინიაკი (83, პენ).

გაფრთხილება: ლოპი 87.

მსაჯი: რუდი ბუკე.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 14 (5)-8 (2), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 4-4, სეივი: 1-3, ჯარიმა: 13-16.

 

სენტ ეტიენი-ლიონი 1:2 (0:0)

სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი

სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, კლერკი, სალი, პერინი, გულამი, კლემენი, კოადე (დიომანდი 79), ამუმა (ტაბანუ 82), კონე, მოლო (გრადელი 60), ბრანდაო

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

ლიონი (4-1-2-3): გორგელინი, ლოპესი (დაბო 85), ბისევაცი, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, მალბრანკი (გურკუფი 72), ფოფანა, ლაკაზეტი, გრენიე, გომისი (ბრიანი 72)

მწვრთნელი: რემი გარდი

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (49), 1:1 ამუმა (65), 1:2 ბრიანი (90+3)

გაფრთხილებები: კლერკი 8, ბრანდაო 24 - ლაკაზეტი 27, გრენიე 57, ბრიანი 90+3

მსაჯი: სტეფან ლენუა

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 14 (4)-9 (4), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 11-18.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137554