ფეხბურთი

21:38 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელის“ მეთერთმეტე 1:0

საფრანგეთის მიმდინარე გათამაშებაში, „მარსელმა“ 18 თამაში მოიგო და აქედან მე-11 ანგარიშით 1:0. ელი ბოპის გუნდმა  კარის მშრალად შენახვა ზედიზედ მეექვსედ მოახერხა, რის წყალობითაც, „მარსელი“ მე-2 ადგილზე იმყოფება.

33-ე ტურში, „მარსელი“ ძალზე ცუდ ფორმაში მყოფ „ბრესტს“ ხვდებოდა. ბოლო 5 თამაშში, სორენტინ მარტინსის შეგირდების მონაგარი 1 გოლი და 0 ქულა იყო. გასაკვირი არაა, რომ „ველოდრომზე“ მათ მშრალად წააგეს.

მიმდინარე გათამაშებაში მე-2 გოლი გაიტანა ბენუა შეირუმ და 31 წლის ნახევარმცველმა გუნდს ამჯერადაც 1:0 მოაგებინა. შეირუმ გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, საჯარიმო დარტყმის ძალიან კარგად შესრულებით გაიტანა.

 

მარსელი-ბრესტი 1:0 (1:0)

მარსელი, “ველოდრომი” 33316

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, მენდესი, ნ’კულუ, მორელი, რომაო, შეირუ (ბარტონი 88), ჯ. აიუ, ვალბუენა (კადირი 90+1), ა. აიუ, ჟინიაკი (სუგუ 83).

მწვრთნელი: ელი ბოპი.

ბრესტი (4-1-4-1): ტებო, მენდი, მარტიალი, კანტარი, ფერაჯი, კულიბალი (გრუჟი 78), ტურე (კალედი 75), შაფნი, სისოკო, რასპენტინო, ბენშოპი (ბა 61).

მწვრთნელი: სორენტინ მარტინსი.

გოლი: 1:0 შეირუ (45).

გაფრთხილებები: ჯ. აიუ 86 - კულიბალი 44, მენდი 70.

მსაჯი: ბენუა ბასტიენი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 7 (2)-9 (2), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-1, ჯარიმა: 7-11.

თეგებიმარსელი
0.134712