ტური პარასკევს მოულოდნელი შედეგით დაიწყო (“მონაკო”-“ტულუზა” 0:0) და შაბათსაც გამოერია სიურპრიზი, კერძოდ, “ლიონმა” შინ წააგო “რეიმსთან”. რემი გარდის გუნდი გრენიემ დააღალატა, რომელმაც 72-ე წუთზე, როცა ტაბლოზე ნულები ენთო, პენალტი ვერ გამოიყენა. ამას კი მოჰყვა სტუმართა გოლი, რომელიც ოდეირ ფორტესმა მიითვალა.
“ლიონს” აქამდე ქულა არ ჰქონდა დაკარგული, მაგრამ შუა კვირაში გამოჩნდა, რომ ძველი “ლიონის” დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია: პირწმინდად დაიჩაგრა “სოსიედადთან” და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სასწაულითღა თუ გავა.
“რენმა” გასვლაზე ნელსონ ოლივეირას დუბლით აჯობა “ევიანს” და კიდევ ერთი დუბლი ვიხილეთ, რომელიც “გინგამის” მალელმა ფორვარდმა მუსტაფა იატაბარემ ჩაიწერა აქტივში. გინგამელებმა 2:0 სძლიეს “ლორიანს”.
“მონპელიემ” მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გატეხა “სოშო” - 2:1. კოტდივუიარელმა მცველმა სიაკა ჩიკო ტიენემ გაახარა მასპინძლები.
9 ქულით ცხრილში ლიდერია “მარსელი”. გაუჭირდათ პროვანსელებს, თუმცა მაინც აჯობეს “ვალანსიენს” და მატჩის გმირი კვლავ პიერ-ანდრე ჟინიაკი გახდა: 85-ე წუთზე ახლოდან დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს.
საინტერესოა, რომ 20 გუნდიდან უქულოდ აღარავინაა.
ვალანსიენი-მარსელი 0:1 (0;0)
ვალანსიენი, “სტად დე აინო”
ვალანსიენი: პენეტო, ნერი, ანგუა, ლალა, მატერი, დუმბია, საესი, დეკურტუა, ლე ტალეკი (ნგუეტე 66), მელიკსონი (დოსევი 66), ბაებეკი (კიჩუ 81).
მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.
მარსელი: მანდანდა, მორელი, ნკულუ, დიავარა, ფანი, რომაო, შეირუ, პაიე (ხელიფა 80), ა.აიუ, ვალბუენა, ჟინიაკი (ჯ.აიუ 90+1).
მწვრთნელი: ელი ბოპი.
გოლები: 0:1 ჟინიაკი (84).
გაფრთხილება: დეკურტუა (8), დიავარა (35), ფანი (44), შეირუ (56).
მსაჯი: ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (4)-15 (7), კუთხური: 5-11, თამაშგარე: 4-4, სეივი: 6-4, ჯარიმა: 19-19.
ბორდო – ბასტია 1:0 (1:0)
ბორდო, “შაბან-დელმა”
ბორდო: კარასო, ენრიკე, მარიანო, სანე, პუნდიე, პლაშილი (ფობერი 77), მორის-ბელაი (ნგუემო 77), ობრანიაკი, პოკო, საივე, დიაბატე (ე.სახო 90+2).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
ბასტია: ლანდრო, დიაკიტე, მოდესტო, სკილაჩი, ჰარეკი, პალმიერი, საბლე, კაუზაკი (ხაზრი 82), იატაბარე, ბრუნო (კესერუ 68), ბა (ილანი 35).
მწვრთნელი: ფრედერიკ ჰანცი.
გოლები: 1:0 საივე (31).
გაფრთხილებები: ენრიკე (52), პალმიერი (52), დიაბატე (80), იატაბარე (88).
მსაჯი: ბინი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 13 (5)-5 (2), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 19-19.
ევიანი – რენი 1:2 (0:2)
ევიანი, “პარკ დეს სპორტსი”
ევიანი: ლაკუაი, მონგონგუ, ვასი, საბალი (ჯა ჯეჯე 46), მენსა, სორლინი, ბარბოსა, მარკო რუბენი, სოუგუ (ფაკუნდო 70), ბერიგო, ბენეზეტი (დ. კონე 46).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
რენი: კოსტილი, დანზე, თეოფილი, კანა-ბიიკი, მორეირა, მაკუნი, ფერე, ბაკაიოკო, პიტროიპა (ფოლკუე 83), ერდინგი (კ.დიარა 77), ნელსონ ოლივეირა (ოუნუ 87).
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
გოლები: 0;1, 0:2 ნელსონ ოლივეირა (11 პენ, 34), 1:2 ბერიგო (49).
გაფრთხილებები: მაკუნი (31), თეოფილი (66), მენსა (72), ბარბოსა (90+2), კ.დიარა (90+3).
მსაჯი: ჟოშემი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (5)-11 (4), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 16-14.
გინგამი – ლორიანი 2:0 (1:0)
გინგამი, “სტად დე როდორუ”
გინგამი: სამასა, პერეირა, ლემეიტრი, სორბონი, კერბრატი, მატისი, სანხარე, ჟირესი (ატიკი 84), ბოვო (დუნიამა 90), იატაბარე, მანდანი (დიალო 85).
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
ლორიანი: რეინე, მანგა, ლ. კონე, გასამა, ლაუტოა, გერეირო, ა. ტრაორ (დიალო 46)ე, ჟოფრე (პელე 68), ლამინა (მონე-პაკე 54), რობერი, აბუბაქარი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლები: 1:0, 2:0 იატაბარე (16, 48).
გაფრთხილება: მატისი (37), რობერი (46), პელე (77), პერეირა (80).
მსაჯი: ლენოი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 10 (4)-10 (6), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 6-2, ჯარიმა: 16-20.
ლიონი – რეიმსი 0:1 (0:0)
ლიონი, “ჟერლანი”
ლიონი: ანტონი ლოპესი, ბიშევაცი, ბედიმო, ბ. კონე, მიგელ ლოპესი, დანიკი (ფერი 12), გურკუფი, ფოფანა (გრენიე 66), გონალონსი, ბალული (ბენზია 77), ლაკაზეტი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
რეიმსი: აგასა, ტაკალფრედი, ვებერი, გლომბარდი (კონტე 55), მანდი, ოლბეკი (დევოუ 77), ონიანჟი, კრიშოვიაკი, ფორტესი, ატარი (დე პრევილი 69), კურტე.
მწვრთნელი: უბერტ ფურნიე.
გოლები: 0:1 ფორტესი (76)
გაფრთხილებები: აგასა (50), კურტე (72), ბედიმო (90+1)
მსაჯი: ბუკუე.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 18 (6)-6 (2), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-6, ჯარიმა: 18-12.
მონპელიე – სოშო 2:1 (1:1)
მონპელიე, “ლა მოსონი”
მონპელიე: პიონიე, ტიენე, ჰილტონი, მეზაგი, დეპლანე, მარვო (ერერა 78), სტამბული, მარტინი (კაბელა 57), კამარა, ბაქარი (მუნიე 70), მონტანიო.
მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.
სოშო: პუპლინი, კანტე, კარლაო, ფოსურიე, კორშია, რუდე (ა.კამარა 90), დუბაი, ნოგეირა, ეიკმაიერი, კონტუ, ბაკამბუ (პეიბერნე 76).
მწვრთნელი: ერიკ ელი.
გოლები: 0:1 კონტუ (43), 1:1 ჰილტონი (45), 2:1 ტიენე (90+4).
გაფრთხილებები: მარვო (42), კონტუ (43), ეიკმაიერი (51), კორშია (55), მონტანიო (82), ერერა (90+2).
გაძევება: კანტე (74).
მსაჯი: კასტრო.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 11 (4)--7 (1), კუთხური: 1-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 0-2, ჯარიმა: 20-28.
კვირას გაიმართება: ლილი – სენტ ეტიენი, აიაჩო – ნიცა, ნანტი – პსჟ.
ბომბარდირები: 4 – რივიერი (მონაკო), 3 – ლაკაზეტი (ლიონი), პაიე, ჟინიაკი (ორივე – მარსელი), იატაბარე (გინგამი).