ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. იტალიელს მიაჩნია, რომ 29 წლის არგენტინელი “ბებერ სინიორაში” 10-ნომრიანი მაისურის ტარების ღირსია.
“ტევესი ის ადამიანია, რომელიც ზურგზე 10 ნომერს იმსახურებს. როგორც ადამიანსა და როგორც ფეხბურთელს, მას ეს ნომერი შეეფერება. ჩვენ რომ არ გვეყოჩაღა, ტევესს ერთ-ერთი ცნობილი ევროპული კლუბი გადაიყვანდა”, - განაცხადა მაროტამ CNN-ის ეთერში საუბრისას.
იტალიური პრესის ინფორმაციით, მაროტამ მადრიდის “რეალი” იგულისხმა, თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტევესის ხილვა პსჟ-საც სურდა.