მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის გამოტოვებულ მატჩში “უსაკს” მძიმე ბრძოლაში 73:70 მოუგო, ქართველი კალათბურთელი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
სტამბულელებმა ნაკლებადცნობილ მეტოქესთან პირველი ტაიმი 31:39 დათმეს და გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვა მოუწიათ.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:23 წუთში 17 ქულა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ქართველი მცველის გარდა, “გალათასარაის” მხრიდან ზორან ერცეგი (14 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა) და ფურკან ალდემირი (12 ქულა, 9 მოხსნა) გამოირჩნენ. შედეგად, სტამბულელებმა 10 მარცხის წილ მე-19 გამარჯვება იზეიმეს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლეს.
მარკოიშვილის კლუბი რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩს 7 მაის ჩაატარებს, როდესაც ერთ-ერთ აუტსაიდერ “მერსინს” ესტუმრება.