მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “ფენერბაჰჩესთან” სტუმრად 63:76 წააგო და 2:3 ჩამორჩა, თამაში კი არც ქართველ კალათბურთელს წაუვიდა.
სტამბულური დერბის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც “ფენერმა” 24 (!) ქულის სხვაობით მოიგო და ეს, იმის გათვალისწინებით, რომ მასპინძელთა თავკაცი ჟელკო ობრადოვიჩი დისკვალიფიცირებული გახლდათ.
მარკოიშვილმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და თამაშიდან 9-დან მხოლოდ 1 ტყორცნა გამოიყენა, სამაგიეროდ 6-ვე საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას, 3 ჩაჭრა წაამატა, პასივში კი 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
სტუმართაგან 10 ქულას მხოლოდ ჩენკ აკიოლი (16) ასცდა, “ფენერის” რიგებში საუკეთესო კი ემირ პრელჯიჩი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 11 მოხსნა.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 16 ივნისს “გალათასარაის” სარბიელზე შედგება, საჭიროების შემთხვევაში, გადამწყვეტ შეხვედრას კი 19-ში “ფენერბაჰჩე” უმასპინძლებს.