ხუთთვიანი უქმობის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა მძიმე ტრავმა გასული წლის ოქტომბერში მიიღო, ნოემბერში კი ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ უქმად გახლდათ.
Sportando.com-ის ცნობით, სტამბულის “გალათასარაის” ლეგიონერი, სავარაუდოდ, საქმეში დღეს უნდა ვიხილოთ, როდესაც თურქული გრანდი ევროლიგის ტოპ-16-ის ეგიდით ყუბანის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ტოპ-16-ის 9 ტურის თავზე რუსული გუნდი 4 მოგებით და 5 მარცხით მე-5 ადგილზეა, მას კი კვალში 3 გამარჯვებით “გალათასარაი” უდგას. მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს, ამდენად, მოგების შემთხვევაში სტამბულელები პლეი-ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებენ.