კალათბურთი

2:02 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი “გალათასარაის” ევროლიგაში დაუბრუნდა

ევროლიგის 2013-14 წლების გათამაშება 2 მატჩით გაიხსნა. B ჯგუფში გერმანულმა “ბროზე ბასკეტსმა” ფრანგული “სტრაბურგი” 84:70 დაამარცხა, ხოლო ჩ-ში ვიქტორ სანიკიძის ყოფილი კლუბი “მონტეპასკი” იტალიაში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაის” დაუხვდა და 75:84 წააგო.

თურქულმა კლუბმა უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდო, თამაშის ბედი კი ფაქტობრივად მე-2 მეოთხედში გადაწყვიტა, რომელიც 31:17 მოიგო და 51:33 დაწინაურდა.

მარკოიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო თურქული სუპერლიგის სტარტი გამოტოვა, ამჯერად, სტამბულელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:16 წუთში გუნდს 2 ქულა და 2 პასი შეაწია. "მანუმ" 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“გალათასარაის” ევროლიგის მე-2 ტურის შეხვედრა 24 ოქტომბერს ელის, როდესაც მშობლიურ “აბდი იპეკჩი სპორტს ჰოლში” გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდება.

0.115509