ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო სეზონის ბოლოს კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. იტალიური პრესის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი არასაკმარისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა.
უკანასკნელ პერიოდში, მარკიზიოს სახელს ევროპული მედიასაშუალებები “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ. დიდი ალბათობით, “წითელი ეშმაკები” იტალიელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ მარკიზიოს ტურინელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.