ფეხბურთი

22:58 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიო: “იუვენტუსთან” კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ ის გუნდის გამოცვლას არ აპირებს და მეტიც, მას ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის იტალიელი შუახაზელის შეძენის სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედს” აქვს, მაგრამ როგორც ირკვევა, ფეხბურთელი არსად წასვლას არ აპირებს.

“საკუთარ თავს “იუვენტუსს” მიღმა ვერ ვხედავ. აბსურდული იქნებოდა კლუბის დატოვება იმ დროს, როდესაც ტიტულებს ვიგებთ. არანაირი ჭორი არ მაინტერესებს. “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ და მშობლიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს.” – აცხადებს მარკიზიო, რომელსაც “იუვენტუსთან” ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.125119