ფეხბურთი

16:54 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკევიჩი “მეტალისტიდან” წავიდა

მირონ მარკევიჩმა ხარკოვის “მეტალისტში” 9-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზი, კლუბში არსებული გაურკვეველი მდგომარეობა და ფინანსური პრობლემები გახდა. მარკევიჩმა წასვლა ორშაბათს გადაწყვიტა და “მეტალისტს” სეზონის ბოლომდე იგორ რახაევი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.

“კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების გამო, განცხადება ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში დავწერე. მაშინ მარწმუნებდნენ, რომ მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ხელფასს სრულად გადაუხდიდნენ. თუმცა, სიტუაცია არ შეიცვალა. მინდა გუნდსა და “მეტალისტის” გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ახლა რას გავაკეთებ? ცოტას დავისვენებ და გადავწყვეტ, მომავალში რით დავკავდები” – განაცხადა 63 წლის მარკევიჩმა, რომელიც “მეტალისტში” 2005 წლიდან მუშაობდა.

მისი ხელმძღვანელობით განვლილ პერიოდში ხარკოველებმა 5-ჯერ ბრინჯაოს მედლები მოიგეს, ხოლო შარშან ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

0.131238