ფეხბურთი

11:36 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გომესი “ბაიერნში” რჩება

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი მარიო გომესი სავარაუდოდ ახალ სეზონსაც ბავარიულ კლუბში დაიწყებს. ფეხბურთელის სხვა კლუბში გადასვლის ალბათობაზე ევროპული სააგენტოები ბოლო დროს აქტიურად წერენ, მაგრამ ეს თემა “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ოფიციალური კომენტარით ამოწურა.

“კლუბში 33 ფეხბურთელი გვყავს. მინდა ყველას კარგად დავაკვირდე და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მივიღო. გომესი პროფესიონალია და მის სავარაუდო გაშვებაზე გავრცელებულ ხმებს ვერაფრით ვერ დავეთანხმები”, – განაცხადა გვარდიოლამ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124407