ფეხბურთი

14:11 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცე: “დორტმუნდის” გულშემატკივართა გულისწყრომა გასაგებია”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალშეძენილმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვება გადაწყვიტა.

21 წლის ფეხბურთელმა, დორტმუნდელთა რიგები გასული სეზონის მიწურულს დატოვა და მიუნხენელებს 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რითაც “დორტმუნდის” გულშემატკივართა დიდი გულისწყრომა გამოიწვია.

“დორტმუნდის” გულშემატკივართა გულისწყრომა ჩემთვის გასაგებია. ამ გუნდში ძალიან დიდი დრო გავატარე და საკმარისი სათამაშო დროც მქონდა, მერე კი, მის უმთავრეს კონკურენტ გუნდში გადავედი. ბევრს ეს არ მოეწონა. მაგრამ კარგი იქნება, ამ სიტუაციას ჩემი კუთხითაც თუ შეხედავენ. მსურს, რომ, როგორც ფეხბურთელი კიდევ გავიზარდო, “ბაიერნში” კი, საამისოდ ყველა საჭირო თვისების თანხვედრაა. “დორტმუნდის” დატოვების სხვა არაერთი მიზეზიც მქონდა: მწვრთნელი, კლუბი და კიდევ მსურდა, რაღაც ახალი გამომეცადა”, - განაცხადა გიოტცემ ZDF-თან ინტერვიუში.

გიოტცემ უკვე მოასწრო ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩის გამართვა და “გიორ ეტოს” წინააღმდეგ 30 წუთი ითამაშა.

0.117069