ფეხბურთი

10:28 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა “არსენალს” უახლოვდება

დიდი ალბათობით, გერმანული “შტუტგარტის” ყოფილი ფორვარდი ჩიპრიან მარიკა კარიერას ლონდონის “არსენალში” განაგრძობს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელის აგენტმა ჯოვანი ბეკალიმ განუცხადა Libertatea-ს.

“არსენალთან” შეთანხმებას მცირედი გვაშორებს. ვნახოთ, რა მოხდება ამ კვირაში. მარიკა კარგი ფორვარდია. ის რუმინეთის ნაკრებშიც და კლუბშიც ყოველთვის კარგად ასპარეზობდა. ნორმალურია, რომ მისით ასეთი დონის კლუბები ინტერესდებიან”, - განაცხადა ბეკალიმ.

აღსანიშნავია, რომ მარიკა თავისუფალი აგენტია და “არსენალში” მის ხელში ჩაგდებას უფასოდ შეძლებს.

 

თეგებიმარიკა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11328