ჩოგბურთი

19:11 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ ტიტული ვერ დაიცვა

უიმბლდონს ახალი ჩემპიონი ეყოლება - 23 წლის ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა შარშანდელ გამარჯვებულ ენდი მარეის 6:1, 7:6, 6:2 მოუგო და პირველად გავიდა სადიდსლემო ტურნირის ნახევარფინალში. წლეულს დიმიტროვმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ითამაშა, შემდეგ კი აკაპულკოს, ბუქარესტისა და Queen’s Club-ის შეჯიბრებები მოიგო.

მარეისა და დიმიტროვის მატჩი ზუსტად 2 საათს გაგრძელდა. ბულგარელმა 10 ეისი, 5 ბრეიკი შეასრულა და შოტლანდიელთან პირად შეხვედრებში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 2:3.

 

0.110969