სხვა

21:34 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი თურქეთთან

ანკარაში დასრულდა მამაკაც ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ეროვნულ გუნდებს შორის. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვეს (14:8), მეორეში ჩვენებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, თუმცა, საბოლოოდ იმ 6 ბურთის სხვაობით დავმარცხდით, რომლითაც საწყისი ნახევარი დავთმეთ – 23:29.

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთს სძლია, ლიტვასა და თურქეთთან კი დამარცხდა. მომდევნო მატჩს ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრები 5 იანვარს თბილისში, თურქებთან ჩაატარებს.

0.116255