ფეხბურთი

19:45 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძის პირველი გოლი

დღეს გაიმართა რუსეთის პირველი დივიზიონის მე-10 ტურის მატჩები. “ტოსნომ” მინიმალური სხვაობით მოუგო “სახალინს” და ეს მოხდა ოთარ მარცვალაძის ერთადერთი გოლით. “სტადიონ სპარტაკზე” ქართველმა ფორვარდმა პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გაიტანა. ეს მარცვალაძის პირველი გოლი იყო “ტოსნოს” შემადგენლობაში.

ოთარის გარდა გამარჯვებულთა სასტარტოში იმყოფებოდნენ მიხეილ გორელიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ნუკრი რევიშვილი, ხოლო სახალინელთა ძირითადში გოჩა ხოჯავა ვიხილეთ. 77-ე წუთზე მარცვალაძე, ხოლო 83-ე წუთზე გორელიშვილი შეცვალეს. მთელი მატჩის ჩატარება არ მოუწია სახალინელ გოჩა ხოჯავას. ქართველი ნახევარმცველის ნაცვლად 77-ე წუთზე თამაშში კობზარი ჩაერთო, ხოლო ცვლილებამდე ხუთი წუთით ადრე ხოჯავამ ყვითელი ბარათი მიიღო.

საკუთარ მოედანზე “კრილია სოვეტოვთან” განადგურდა მერაბ ურიდიას “ნოვგოროდი.” მასპინძელთა შემტევი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, ურიდია მე-60 წუთზე გამოჩნდა მინდორზე, ხოლო 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.104474