ფეხბურთი

11:46 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძის მომგებიანი გოლი

 

ვლადიკავკაზის "ალანიამ" ტესტ-მატჩში 2:1 სძლია უკრაინის პრემიერლიგაშიუ გადასულ "სევასტოპოლს". გადამწყვეტი გოლი 83-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა მეკარეს.

მარცვალაძემ ბოლო 35 წუთი ითამაშა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა გოჩა ხოჯავამ სასტარტოში დაიწყო და შესვენებაზე შეცვალეს. "სევასტოპოლიდან" მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა მათე ღვინიანიძემ.

უკრაინულმა "დნიპრომ" 3:1 სძლია ავსტრიის "მატერსბურგს". სასტარტოში იყვნენ და პირველი ტაიმი ჩაატარეს სანდრო კობახიძემ და უჩა ლობჟანიძემ, ხოლო ჯაბა კანკავამ მეორე ნახევარში ითამაშა და მესამე გოლიც მისი დაწყებული შეტევით გავიდა.    


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132291