რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 31-ე ტურში, “ხიმკისთან” შინ მოგებული მატჩი (4:0) ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ქართველმა ლეგიონერებმა ოთარ მარცვალაძემ და ლაშა სალუქვაძემ ტრავმების მიზეზით გამოტოვეს. ამის შესახებ, კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
“მარცვალაძემ “სიბირთან” მატჩში ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო, რაც მინიმუმ ორი კვირა უქმობას ნიშნავს. სალუქვაძემ კი, “ხიმკისთან” მატჩამდე ორი დღით ადრე ქუსლი დაიზიანა. მტკივნეული ტრავმაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის მომდევნო ტურში ითამაშებს”, – თქვა ფელდმანმა.
შეგახსენებთ, რომ მარცვალაძე 30-ე ტურში, “სიბირთან” სტუმრად წაგებულ მატჩში დაშავდა და 36-ე წუთზე გოჩა ხოჯავამ შეცვალა.