ფეხბურთი

10:47 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი: “2006 წელს არ უნდა გადავმდგარიყავი”

ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ერთ-ერთი აპენინური გამოცემისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში 2006 წელი გაიხსენა და სკუადრა აძურადან მის წასვლას შეცდომა უწოდა.

“მსოფლიოს თასი მოვიგე და წავედი, მაგრამ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ბევრი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ თუ მაშინ გუნდში დავრჩებოდი, იტალია ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზეც იმარჯვებდა. თანამდებობა არ უნდა დამეტოვებინა” – განაცხადა ლიპიმ.

საკლუბო კარიერაზე საუბრისას კი სპეციალისტმა მადრიდის “რეალისგან” მიღებული ორი შთამბეჭდავი შეთავაზება გაიხსენა. აღნიშნა, რომ ესპანური ფეხბურთი ძალიან ხიბლავდა, მაგრამ ორივე შეთავაზების დროს “იუვენტუსში” მუშაობდა და ტურინული კლუბის გარდა არაფერზე ფიქრობდა.

0.121126