ფეხბურთი

12:33 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

Marca-მ რონალდუ სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარა

 

ესპანურ გამოცემა Marca-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ევროპის 2012/2013 წლების საფეხბურთო სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელა.

კანდიდატთა სიაში ათი ფეხბურთელი იყო და 28 წლის პორტუგალიელმა ხმათა 54% მიიღო (12544 ხმა). შეგახსენებთ, რომ 12 გატანილი გოლით, ის ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მეორე ადგილზე კატალონიური “ბარსელონას” არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი გავიდა, რომელმაც მკითხველთა ხმების 23% მიიღო (5235). არადა, 26 წლის არგენტინელმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 32 მატჩში 46 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა და არაერთი რეკორდი მოხსნა.

მესამე ადგილი დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა. მან ხმათა 10% მიიღო (2266). პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გახდა მეცხრე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

ამ სამეულის გარდა ნომინანტთა შორის იყვნენ არიენ რობენი, ფრანკ რიბერი, თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი (ყველა - “ბაიერნი”), გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) და რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116495