ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით, მადრიდს “რეალის” ახალწვეული გარეთ ბეილი ანაზღაურების სახით იმაზე ბევრად მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საუბრობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის უელსელს, რომლის ტრანსფერის შესახენ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება, ხელფასის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა, Marca-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ეს თანხა ორჯერ მეტი - 10 მილიონი იქნება.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ამ 10 მილიონს გარეთი სრულად მიიღებს, ანუ გადასახადებს კლუბი დაფარავს. ამრიგად, ბეილი “სამეფო კლუბის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება კრიშტიანუ რონალდუსა და კაკასთან ერთად.
მადრიდის “რეალსა” და “ტოტენჰემს” შორის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა და ინგლისელები 99 მილიონ ევროს მიიღებენ, რითაც ეს გადასვლა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდება.