ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკის ბარში იჩხუბა და მიზეზი მისი ყოფილი სიძე, სერხიო აგუერო ყოფილა. როგორც ესპანური პრესა წერს, მარადონა ნასვამ მდგომარეობაში მივარდა ერთ-ერთ პირს, რომელიც აგუეროს სახელს ყვიროდა. ამასთან, დიეგო აგუეროს მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ისროდა. საინტერესოა, რომ პოლიციისთვის არავის დაურეკავს.
როგორც იცით, აგუერო 5 წლის განმავლობაში იყო მარადონას შვილის, ჯანინას მეუღლე. მათ ვაჟიც ჰყავთ – ბენხამინი.
ილია კახელიშვილი