ფეხბურთი

12:08 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონამ ფოტოგრაფებს ქვებით შეუტია

 

ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა კვლავ ყურადღების ცენტრშია. “ალბისელესტეს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ამჯერადაც არაორდინალური ქცევით გამოიჩინა თავი.

AP-ის ცნობით, მარადონა ფოტორეპორტიორებს თავს ქვებით დაესხა. არგენტინელი სამშობლოში ჩაფრინდა, რათა თავისი 3 თვის დაბადებული შვილი ენახა. აეროპორტიდან სახლამდე, დიეგოს ფოტოგრაფები არ ასვენებდნენ. ამით გაღიზიანებულმა მარადონამ მანქანა გააჩერა და პაპარაცებს ქვები დაუშინა.

ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი ერთ-ერთ ფოტოგრაფს ხელითაც შეეხო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115123