ფეხბურთი

21:53 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარადონამ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია პაკისტანელებს შეადარა

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა კვლავ გააკრიტიკა: “ასოციაცია ძალიან ცუდად მომექცა. მე ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა ვყოფილიყავი, - უთხრა მარადონამ espndeportes. Com-ს, - ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს იმდენივე ესმით ფეხბურთში რამდენიც პაკისტანელებს. ანუ არაფერი ესმით. ვაზუსტებ: შეიძლება პაკისტანელებს ბევრი კარგი რამ აქვთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ისინი არასოდეს მინახავს.”

შეგახსენებთ, რომ მარადონა არგენტინის ნაკრებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წვრთნიდა და იძულებული გახდა მეოთხედფინალში გერმანიასთან 0:4 დამარცხების შემდეგ გადამდგარიყო.

 

0.119067