დიეგო მარადონა არგენტინული ფეხბურთის მმართველ პირებს კვლავ აკრიტიკებს. ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, იმის მიზეზი, რომ ის სამშობლოში მუშაობას ვერ ახერხებს, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონაა.
“არგენტინულმა ფეხბურთელმა გვერდზე გამწია. მე ერთ-ერთი ვიყავი, ვისაც წასვლა მართებდა. სპორტული დევნილი ვარ იმის გამო, რომ გრონდონას გვერდით არ ვდგავარ. ჩემი წასვლის შემდეგ, დავინახეთ, რომ 17-წლამდელთა ნაკრები გრონდონას შვილმა ჩაიბარა.” – აცხადებს მარადონა, რომელიც არგენტინულ პრესასაც აკრიტიკებს – “იმის გამო მაკრიტიკებდნენ, რომ ოტამენდის ფლანგზე ვაყენებდი. ახლა, იმავე პოზიციაზე კამპანიარო თამაშობს, მაგრამ ეს არავის უკვირს. რატომ სდუმს პრესა?” – ციტირებს მარადონას სიტყვებს Infobae.